თეგებით ძიება
31. 07. 2024 სპორტი

ლაშა ბექაურმა იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და ოლიმპიური თამაშების ორგზის ოქროსმედალოსანი გახდა

საფრანგეთში დასრულდა 90 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტთა ფინალური შეხვედრა.

ოქროს მედლისთვის შეხვედრაში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და ოლიმპიური თამაშების ორგზის ოქროსმედალოსანი გახდა.

ლაშა ბექაურმა საქართველოს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 81 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.

საერთო გუნდურ ჩათვლაში ამ დროისთვის არსებული შედეგებით საქართველო ახალ ზელანდიასა და ნიდერლანდებთან ერთად იყოფს 11-13 ადგილებს.

90 კგ წონაში ბრინჯაოს მედლის მფლობელები ფრანგი მაქსიმ-გაელ ნგაიაპ ჰამბუ და ბერძები თეოდოროს ცელიდისი გახდნენ. მათ, შესაბამისად, ბრაზილიელი რაფაელ მაცედო და ესპანელი ტრისტან მოსახლიშვილი დაამარცხეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა