თეგებით ძიება
31. 07. 2024 მსოფლიო

ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები დიპლომატიური გზით - ზელენსკი

ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები დიპლომატიური გზით, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგულ გაზეთ Libération-თან ინტერვიუში.

„ნებისმიერი საკითხი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით არ შეიძლება გადაწყდეს ერთი პრეზიდენტის მიერ, ერთი ადამიანის მიერ, უკრაინელი ხალხის გარეშე. შეუძლებელია. ეს ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას. უკრაინა არასდროს დათმობს თავის ტერიტორიებს, რადგან ეს იქნება კონსტიტუციის შელახვა. რეფერენდუმი? უკრაინელ ხალხს ეს უნდა სურდეს. გულწრფელად გეტყვით: ეს არ არის საუკეთესო ვარიანტი, რადგან საქმე გვაქვს პუტინთან და მისთვის ეს იქნება გამარჯვება, თუ ის შეინარჩუნებს ჩვენი ტერიტორიების ნაწილს. მოგვიანებითაც, თუ კონფლიქტი გაიყინება, ის შეიძლება დაბრუნდეს [სამხედრო ინტერვენციით]. მიმაჩნია, რომ ძალით და იარაღით არ უნდა გავათავისუფლოთ მთელი ჩვენი ტერიტორია, რადგან ეს დიდ დროსა და ადამიანურ სიცოცხლეს მოითხოვს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები დიპლომატიური გზით“, - დასძინა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა