თეგებით ძიება
31. 07. 2024 მსოფლიო

მოლდოვის პარლამენტში სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს - პროკურატურა პარლამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების დაკავებას ადასტურებს

მოლდოვის პარლამენტში სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ქვეყნის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურისა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და განსაკუთრებულ საკითხებზე მომუშავე პროკურატურის ერთობლივი ოპერაცია, შესაძლოა, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისა და სახელმწიფო ღალატის საქმეს უკავშირდებოდეს.

გამოცემა NewsMaker-ის ინფორმაციით, ჩხრეკა პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, იოან კრიანგეს კაბინეტში ჩატარდა. წინა საღამოს ის 72 საათით დააკავეს.

გავრცელებული ცნობებით, კრიანგე ხვდებოდა კიშინეუში რუსეთის საელჩოს თანამშრომელს და ფულადი ანაზღაურების სანცვლოდ მას ინფორმაციას აწვდიდა.

მანამდე, ასევე დააკავეს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი, რომელიც ასევე ხვდებოდა რუსეთის საელჩოს იმავე თანამშრომელს და მას ინფორმაციას აწვდიდა.

პარლამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების დაკავებას პროკურატურა ადასტურებს.

მოლდოვაში რუსეთის საელჩომ განცხადება გაავრცელა და მომხდარს „ანტირუსული განწყობების მორიგი გამოვლენა" უწოდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა