თეგებით ძიება

ძლიერი წვიმის შედეგად ჩაქვში სახლები და ქუჩები დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმი-ქობულეთის ჩაქვის მონაკვეთი და ჩაქვის ცენტრამდე მისასვლელი ადგილები დაიტბორა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, წყლის დონემ ისე მოიმატა, რომ ავტომანქანების მოძრაობა შეჩერდა. გაჩერდა მუნიციპალური ავტობუსიც.

„ბენზინგასამართ სადგურთან ახლოს დადგა ისევ წყალი, ჩაქვის ცენტრთან მისვლა შეუძლებელია, სამსახურში ვეღარ წავედით… დაიტბორა საცხოვრებელი სახლების ეზოებიც,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თამარ დუმბაძემ.

ბათუმის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ავტომანქანების მოძრაობა ამ დროისთვის უკვე აღდგენილია. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა