სიტუაცია ძალიან მძიმეა, კიდევ 95 მილიონი დაგვიჯდა ,,ქართულინ ოცნება“ და რუსული კანონი - გიორგი ვაშაძე
სიტუაცია ძალიან მძიმეა, კიდევ 95 მილიონი დაგვიჯდა,, ქართული ოცნება“ -ასე ეხმაურება გიორგი ვაშაძე აშშ-ს მიერ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის შეჩერების ფაქტს.
სიტუაცია ძალიან მძიმეა, კიდევ 95 მილიონი დაგვიჯდა ,,ქართულინ ოცნება“ და რუსული კანონი, 95 მილიონი დაგვაკლდა ყველა საქართველოს მოქალაქეს, ეს მხოლოდ ამ ერთი გადაწყვეტილების ,,ქართული ოცნების“. აქამდე, იყო თავდაცვის მიმართულებით შეჩერება მხარდაჭერის საფრანგეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის მხრიდან.
გერმანიის განცხადება, რომ არცერთი ახალი პროექტი აღარ იქნება საქართველოში, სანამ რუსული კანონი იმოქმედებს, იგივე ევროკავშირის განცხადება, რომ ფაქტობრივად შეჩერებულია ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. ანუ ფურცელზეც, კი აღარ არსებობს, არაფერი აღარ არსებობს. საგარეო მინსიტრმა დაიბარა ევროკავშირის ელჩები და თქვენ ნახეთ, გამოვიდნენ შოკში იყვნენ, რომ ეს მართლაც უტიფრები უმტკიცებდნენ, რომ 9 პუნქტს ვასრულებთო. წარმოუდგენელ რეალობაში ვცხოვრობთ. - განაცხადა გიორგი ვაშაძემ ინგა გრიგოლიას "დღის ამბებში".
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას 95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია საუბარი.