დიდი უპირატესობით უნდა მოვიგოთ, "ოცნებას" 20%-ით უნდა ვაჯობოთ - გიორგი ვაშაძე
,,ერთიანობის“ ლიდერის გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ოპოზიცია გადამწყვეტ არჩევნებზე, ხელისუფლების მხრიდან ყველანაირი სცენარისთვის მზად არის.
"დიდი უპირატესობით უნდა მოვიგოთ, უპირატესობით მოგებას ვამბობ არა 3-4% -ით არამედ 20% უნდა ვაჯობოთ ჯამურად, რომ ვერ გააყალბოს, გაყალბებსაც აქვს თავისი ზღვარი 3-5%"- ამბობს ვაშაძე ინგა გრიგოლიას გადაცემა "დღის ამბებში".
მისივე თქმით, ხალხის გამარჯვებას ბოლომდე მიიყვანენ.
საქართველო არ არის არც ბელოსური არც ვენესუელა, საქართველო არის საქართველო. ჩვენ ვართ ძირძველი ევროპელები, ჩვენ დემოკრატიისთვის ვიბრძვით და დარწმუნებული ვარ, რომ ამას დავაფიქსირებთ. თუ ,,ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ ადგეს და თქვას, რომ მე ვრჩები ხელისუფლებაში ეს სხვა სცენარია, ამისთვისაც ჩვენ მზაობა გვაქვს. ხალხის გამარჯვებას ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ ინგა გრიგოლიას გადაცემა დღის ამბებში.