ქალმა, რომელიც ქმარმა ხეზე მიაბა, 40 დღე ტყეში, საჭმლის გარეშე გაატარა
ინდოეთში მამაკაცმა ამერიკელი ცოლი ტყეში, ხეზე მიაჯაჭვა და დატოვა. ქალი 40 დღის მერე იპოვეს - ამის შესახებ Daily Mail წერს.
27 ივლისს, აშშ-ს 50 წლის მოქალაქე ლადიტა კაი კუმარი ქალაი მუმბაიდან დაახლოებით 500 კილომეტრში, მწყემსმა იპოვა. შიმშილისა და წყურვილისგან ღონემიხდილი ქალი ხეზე მსხვილი რკინის ჯაჭვით იყო მიბმული და ფეხი, რომელზეც ჯაჭვი ეკეთა, ძლიერ შეშუპებული ჰქონდა. მწყემსმა შემთხვევის შესახებ სასწრაფო დახმარების სამსახურებს შეატყობინა, რომლებიც ადგილზე მივიდნენ და კუმარი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ქალი ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ ექიმებმა ტანსაცმელში ამერიკული პასპორტი და პირადობის მოწმობა აღმოუჩინეს. როგორც კი ცოტა მოძლიერდა, კუმარს ქაღალდი და კალამი მიუტანეს და დაწერა, რომ ინდოელმა ქმარმა ოჯახური კონფლიქტის გამო ხეს მიაჯაჭვა. ქალმა 40 დღე ტყეში საჭმლის გარეშე გაატარა.