ძლიერი ხანძრის გამო, საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე ევაკუაცია გამოცხადდა
საბერძნეთში, ევიას კუნძულზე, პისონას რაიონში ძლიერ ხანძარს ებრძვიან. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ისეთი ძლიერია, რომ ოთხი დასახლებული პუნქტიდან ევაკუაცია დაიწყო. ადგილზე მობილიზებულია 120 მეხანძრე, 40 სახანძრო მანქანა, 11 თვითმფრინავი და 6 ვერტმფრენი.
მერის, ფსათასის თქმით, ხანძრის გავრცელებას ხელი ძლიერმა ქარმა შეუწყო, რაც სალიკვიდაციო სამუშაოებსაც აფერხებს.
როგორც ცნობილი ხდება, ხანძრის კვამლმა ათენის ცა დაფარა.