ძალიან დიდი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის ბატონი თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალება - ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძემ თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა. ამ თემაზე პრემიერ-მინისტრმა განცხადება მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
„მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა ბატონი თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო. ბატონი თენგიზი მრავალი წლის განმავლობაში ემსახურებოდა ქვეყანას, ადამიანებს, ადამიანების ჯანმრთელობას. მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქართული მედიცინის განვითარებაში და მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს, მის მეგობრებს, ახლობლებს. ძალიან დიდი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის ბატონი თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალება“, - აღნიშნა პრემიერმა.