თეგებით ძიება

საქართველო მსოფლიოს 200-ზე მეტ ოლიმპიურ გუნდს შორის მე-14 ადგილზეა, რაც ჩვენი პატარა ქვეყნისთვის არის დიდი წარმატება - პრემიერი

ახლანდელი მოცემულობით, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს 200-ზე მეტ ოლიმპიურ გუნდს შორის იკავებს მე-14 ადგილს, რაც ჩვენი პატარა ქვეყნისთვის არის ძალიან დიდი წარმატება და მადლობა ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს ამისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა კიდევ ერთხელ მიულოცა ლაშა ბექაურს ოლიმპიური ოქროს, ხოლო ტატო გრიგალაშვილს ოლიმპიური ვერცხლის მედალი. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დღეს ასევე ორი ქართველი ოლიმპიელი, ძიუდოისტი ილია სულამანიძე და მოკრივე ლაშა გურული იასპარეზებენ და მათ წარმატება უსურვა.

„ოლიმპიადაზე ჩვენი გუშინდელი გამოსვლა იყო ძალიან წარმატებული. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ლაშა ბექაურს ოლიმპიური მეორე ოქროს მედალი, ლაშა ასრულებს დაპირებას, სამი წლის წინ მან მოგვცა პირობა, რომ სამ ოლიმპიურ ოქროს მოიგებდა და მეორე ოქრო მან გუშინ უკვე მოიგო. მინდა, მივულოცო მას და მთლიანად ჩვენს ქვეყანას ეს არაჩვეულებრივი წარმატება. ასევე ტატო გრიგალაშვილს მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ოლიმპიური ვერცხლის მედალი, ახლანდელი მოცემულობით, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანას, ოლიმპიურ გუნდს შორის იკავებს მე-14 ადგილს, რაც ჩვენი პატარა ქვეყნისთვის არის ძალიან დიდი წარმატება და მადლობა ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს ამისთვის. დღეს, ჩვენი ორი ოლიმპიელი ასპარეზობს – ილია სულამანიძე ძიუდოში, ასევე მოკრივე ლაშა გურული. ორივეს აქვს ძალიან კარგი შანსები და მინდა, ორივეს ვუსურვო წარმატებები, ისევე როგორც მთლიანად გუნდს შემდეგი დღეების განმავლობაში“,- აღნიშნა პრემიერმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა