თეგებით ძიება
01. 08. 2024 მსოფლიო

მოლდოვამ რუსეთის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა

მოლდოვამ რუსეთის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა.

შესაბამისი ნოტა მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებულ რუსეთის ელჩს პირველ აგვისტოს გადასცეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციით და მტკიცებულებებით, რუსეთის საელჩოს თანამშრომელი „დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელი ქმედებებს“ ეწეოდა მოლდოვის ტერიტორიაზე.

ამასთან, წინა დღით, 31 ივილსს, მოლდოვის პარლამენტში ჩხრეკა ჩატარდა, რომელიც სახელმწიფო ღალატის საქმის გამოძიებას უკავშირდებოდა. გამოძიების ფარგლებში მოლდოვის პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავეს. ისინი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილი.

გამომძიებლების თქმით, ისინი შეხვდნენ რუსეთის საელჩოს თანამშრომელს და ინფორმაცია მიაწოდეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა