თეგებით ძიება
01. 08. 2024 ვიდეო

"სიგიჟეა, რაც ხდება... რას ვიფიქრებდი, ასეთი გლობალური თუ გახდებოდა.." - ვინ შექმნა და რა არის სინამდვილეში "დუბაის შოკოლადი", რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა? (ვიდეო)

უხეში, ხრაშუნა და უჩვეულო შიგთავსებით გაჟღენთილი შოკოლადი, რომელიც მსოფლიოში ვირუსულად გავრცელდა, „დუბაის შოკოლადის“ სახელით ცნობილი საკონდიტრო ნაწარმია.

პროდუქტი დუბაიში მდებარე ხელნაკეთი შოკოლადის მაღაზია Fix Dessert Chocolatier-ს ეკუთვნის, რომელიც 2021 წელს 38 წლის სარა ჰამუდამ შექმნა.

მისი თქმით, ამ პროდუქტის შექმნა ორსულობის პერიოდს უკავშირდება. ამბობს, რომ ფეხმძიმობისას უცნაური გემოებისადმი მოთხოვნილებები გაუჩნდა და სწორედ ამის შედეგად, შეიქმნა მრავალფეროვანი არომატების მქონე "დუბაის შოკოლადი".

სარა ჰამუდას თქმით, მოვლენების ამგვარ განვითარებას არ ელოდა. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ინფლუენსერმა მარია ვეჰერამ "ტიკტოკზე" გამოაქვეყნა ASMR ვიდეო, თუ როგორ მიირთმევს მწვანე გულსართიან შოკოლადს მანქანაში.

ვიდეო ვირუსულად გავრცელდა და მილიონობით ნახვა დააგროვა.

„მართალი გითხრათ, არავითარ შემთხვევაში არ მეგონა, რომ ეს გლობალური მოვლენა გახდებოდა. ხელნაკეთი შოკოლადის წარმოება შეზღუდულია. მაქსიმუმ 500 ცალის წარმოება შეგვიძლია დღეში და ისიც წამებში იყიდება მიტანის სერვისით. ნამდვილი სიგიჟეა. საერთაშორისო მოთხოვნას ჯერჯერობით ვერ ვაკმაყოფილებთ, თუმცა წარმოება ნელ-ნელა იზრდება და ვეცდებით, ყველას მოთხოვნილება დავაკმაყოფილოთ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ჩვენი პროდუქციის ხარისხი და ინგრედიენტები“, - ამბობს სარა ჰამუდა.

"დუბაის შოკოლადი", რომელიც იყიდება FIX -ის სახელით, 200 გრამიანი ფილაა, თითო 20 დოლარი ღირს და მხოლოდ დუბაიშია ხელმისაწვდომი.

წყარო: CNN


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა