„მგონი, „ქოცები“ უცნაური ფორმით გვეხმარებიან“ - იაგო ხვიჩია
„ოპოზიცია ცოტათი უხეიროა, ჩემი კოლეგები შანსებს სათანადოდ ვერ იყენებენ, თორემ „ქართულმა ოცნებამ“ მეტი რა ქნას? ფაქტობრივად, ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც გამჭვირვალობის სახელით მმართველი პარტია არჩევნებზე გადის“, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, რეალურად, ამ იარლიყის, გამჭვირვალობის მოტრფიალის უკან ჩრდილოეთისკენ მიმავალი მთავრობის იარლიყია.
„დაუშვებელია, ოპოზიციამ ასეთი ტიპის დახმარება წინასაარჩევნოდ არ გამოიყენოს. თითქოს ეს რაღაცნაირი შეთანხმებული თამაშია, რათა ყველაფერი გააკეთო იმისთვის, რომ არჩევნები არ მოიგო და მეორე, მესამე ან მეოთხე საპატიო ადგილზე გახვიდე“. – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან, 1-ელი აგვისტოდან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ძალაში შედის.