„ჩასვეს ციხეშიიი!!! პირველი ადამიანი, ვინც ციხეში ზის ძაღლის მკვლელობაზე!!!“ - რას წერს ტასო ლოსაბერიძე?
კაცს, რომელმაც მარნეულში ძაღლი ცემით მოკლა, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ 1 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ცხოველთა დამცველი ტასო ლოსაბერიძე სსციალურ ქსელში წერს:
ჩასვეს ციხეშიიი!!!
1 წელი და 2 თვე მიესაჯა!
პირველი ადამიანი ვინც ციხეში ზის ძაღლის მკვლელობაზე!!!
არ მჯერა ხალხო, ამ წამს დაიძრა ყინული !
ამ ამბავში მთავარი გმირი არის პროკურორი თორნიკე კაპანაძე რომელმაც ყველაფერი გააკეთა ამ შედეგისთვის 6 თვის განმავლობაში და მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი! მადლობა მადლობა მადლობაააა - წერს ტასო ლოსაბერიძე.
შეგახსენებთ, რომ 6 დეკემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში ბრალდებულმა კაცმა ჯოხით სასტიკად სცემა ძაღლს. ცხოველი მიყენებული დაზიანებებით მოკვდა. ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრები ერთი თვის შემდეგ, 8 იანვარს ფეისბუკში გავრცელდა. დაკავებულს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით. ამ მუხლით "ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია", ისჯება ერთიდან ოთხ წლამდე პატიმრობით.