თეგებით ძიება

რატომ ადგა გადაცემის მსვლელობისას თენგიზ ცერცვაძე ფეხზე? - ცნობილ მეცნიერს ლევან ლორთქიფანიძე იხსენებს

76 წლის ასაკში ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე გარდაიცვალა. პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე ცნობილ მეცნიერს იხსენებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ რიიცა ქვეყანას მემარცხენე მთავრობა ეყოლება, იმუნოლოგიის დიდი ცენტრი აშენდება, რომელიც პროფესორ ცერცვაძის სახელს ატარებს.

ერთხელ სტუდენტმა რატომღაც უცნაური რამ მკითხა. მას აიტერესებდა ერთი გადაწყვეტილება, მოქმედება, რომელიც გამოხატავდა იმ ქალაქის კულტურას, სადაც დავიბადე და გავიზარდე.  

უამრავი რამ დამიტრიალდა თავში: ორომოცჯერ აოხრებული თბილისის მცველები, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხეტიალი მტკვრის სანაპიროზე, 1905 წლის რევოლუციის დროს აღსრულებული გმირობები, ივანე ჯავახიშვილის სახლთან დატრიალებული ამბები მისი დევნილობის დროს, ხრუშჩოვად გასაღებული კიკა, 90-იან წლების სიბნელეში გამოვლენილი არნახული სოლიდარობის აქტები...  ბაბუაჩემისა და ტიგრან პეტროსიანის საჭადრაკო პარტიამაც გამიელვა გონებაში. 

თითქმის დავიბენი. ბოლოს კი მაინც თანამედროვე მაგალითის მოხმობა გადავწყვიტე და კითხვის ავტორს თენგიზ ცერცვაძის ფეხზე წამოდგომის შემთხვევა გავახსენე, თან მოვუყევი, რა პირობებში უწევდა მას  უამრავი ტანჯული ადამიანისათვის იმედის გადაცემა, სიცოცხლის ხალისის დაბრუნება. 

მემარცხენე მთავრობა რომ გვეყოლება, იმუნოლოგიის დიდ ცენტრს ავაშენებთ, სადაც წყალი არ ჩამოვა და მინგრეულ-მონგრეული დერეფნები არ იქნება, და მას პროფესორ ცერცვაძის სახელს ვუწოდებთ. 

დიდი მადლობა დიდ ექიმს. 

ფოტო: თენგიზ ცერცვაძე თამარ ურუშაძის  ეთერში ისმენს ცნობას კოვიდის პირველი მსხვერპლის შესახებ და პატივისცემის ნიშნად, მდუმარედ ფეხზე დგება... მასალა თამარა ბოჭორიშვილის პოსტიდან წამოვიღე - წერს ლევან ლორთქიფანიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა