ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ვადიმ კრასიკოვი რუსეთში დააბრუნეს - CNN
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ვადიმ კრასიკოვი რუსეთში დააბრუნეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
ვადიმ კრასიკოვი, რომელსაც გერმანიაში უვადო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, რუსეთსა და დასავლეთის რიგ ქვეყნებს შორის პატიმართა გაცვლის სიაში ფიგურირებდა.
თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, რუსეთსა და დასავლეთის რიგ ქვეყნებს შორის პატიმართა გაცვლა შედგა.
„ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური გაცვლის ოპერაცია, რომელშიც მონაწილეობდა შვიდი სხვადასხვა ქვეყნის (აშშ, გერმანია, პოლონეთი, სლოვენია, ნორვეგია, რუსეთი და ბელარუსი) ციხეებში მყოფი 26 პატიმარი, ხუთშაბათს ანკარაში თურქეთის ეროვნული დაზვერვის სამმართველოს შუამავლობით განხორციელდა“, - ნათქვამია თურქეთის ეროვნული დაზვერვის სამსახურის განცხადებაში.