რუსი ოპოზიციონერი, ვლადიმერ კარა-მურზა თავისუფალია
რუსი ოპოზიციონერი, ვლადიმერ კარა-მურზა თავისუფალია. ინფორმაციას გამოცემა The Guardian ავრცელებს.
ცნობილია, რომ კარა-მურზა პატიმრების მასშტაბური გაცვლის ფარგლებში გათავისუფლდა - გაცვლა ანკარაში, თურქეთის დაზვერვის სამსახურის მეთვალყურეობით, აშშ-ს, რუსეთს, გერმანიასა და დასავლეთის კიდევ სამ ქვეყანას, პოლონეთის, სლოვენიასა და ნორვეგიას შორის წარიმართა.
კარა-მურზა 42 წლის ისტორიკოსი, ჟურნალისტი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, რომელსაც რუსეთისა და დიდი ბრიტანეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. მან განათლება ინგლისში, კემბრიჯის უნივერსიტეტში მიიღო. ის ბორის ნემცოვის, რუსეთში წამყვანი ოპოზიციური ფიგურის მოკავშირე იყო.