ისრაელმა გადალახა წითელი ხაზი, ახლა უნდა ელოდოს მრისხანებას და შურისძიებას ღაზის მხარდამჭერ ყველა ფრონტზე - ჰასან ნასრალა
ისრაელმა გადალახა წითელი ხაზი, ახლა უნდა ელოდოს მრისხანებას და შურისძიებას ღაზის მხარდამჭერ ყველა ფრონტზე, – ამის შესახებ ლიბანური დაჯგუფების, „ჰეზბოლას“ გენერალურმა მდივანმა, ჰასან ნასრალამ განაცხადა.
„ჰეზბოლას“ ლიდერის თქმით, ომი ისრაელთან ახალ ფაზაში შევიდა და ისრაელმა არ იცის, საიდან მოვა პასუხი.
ჰასან ნასრალამ აღნიშნა, რომ „ჰამასსა“ და „ჰეზბოლაზე“ სამხედრო ზეწოლა მათ დანებებას არ გამოიწვევს.
„ბენიამინ ნეთანიაჰუს მისწრაფება ის არის, რომ „ჰამასმა“ უთხრას: „მოდი, აქ არიან მძევლები და აქ არის იარაღი“. ეს არ მოხდება. ჩვენ არ დავნებდებით არც ღაზაში, არც ლიბანში და არც იემენში. ერთადერთი გზა ლიბანის ფრონტზე ომის დასასრულებლად არის ის, რომ ისრაელმა შეაჩეროს თავისი აგრესია ღაზაში“, – განაცხადა „ჰეზბოლას“ ლიდერმა.