ტორპედო“ „ომონიასთან“ მატჩში დამარცხდა და ევროსეზონი დაასრულა
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „ტორპედო“ საკუთარ მოედანზე „ომონიასთან“ 1:2 დამარცხდა.
პირველი მატჩი ნიქოზიაში კვიპროსელებმა 3:1 მოიგეს. ამიტომ ქუთაისელებს მხოლოდ მოგება აძლევდათ ხელს, მაგრამ 25-ე წუთზე გოლი თავად გაუშვეს. მეორე ტაიმის 47-ე წუთზე „ტორპედომ“ წონასწორობა აღადგინა.
81-ე წუთზე მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ვილი სემედუმ გამოიყენა. ქუთაისლები ორი მატჩის ჯამში 2:5 (1:3, 1:2) დამარცხდნენ და ევროტურნირს საწყის ეტაპზე გამოეთიშნენ.