თეგებით ძიება

დღეს წყალი შეწყდება - ქუჩების ჩამონათვალი

2 აგვისტოს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაციის ფარგლებში, ახალ ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 2 აგვისტოს 11:00 საათიდან 3 აგვისტოს 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონი:

დაბა წავკისს, დაბა კიკეთს, დაბა კოჯორს, წყნეთს, სოფ. ბეთანიას, სოფ. ახალდაბას, კვესეთს და სამადლოს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა