თეგებით ძიება
02. 08. 2024 მსოფლიო

თურქეთში Instagram-ი დაიბლოკა

თურქეთში, 2 აგვისტოს დილით, სოციალურ ქსელ Instagram-ზე წვდომა შეიზღუდა.

დაბლოკვის გადაწყვეტილება თურქეთის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახურმა (BTK) მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

დაბლოკვის მიზეზები და ხანგრძლივობა დეპარტამენტის ვებგვერდზე არ არის მითითებული. თუმცა სხვადასხვა უცხოურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა ამის მიზეზი სოციალური ქსელის მიერ შემოღებული შეზღუდვაა თეირანში მოკლული ჰამასის ლიდერის ისმაილ ჰანიეს სამძიმრის წერილებთან დაკავშირებით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა