თეგებით ძიება

წიქარიშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე: მათთვის ჩემი იქ შესვლა უკვე დისკომფორტია

თითქმის 4 წელია, რაც იუსტიციის საბჭოში აღარ არის განსხვავებული აზრი - ყველა არის ერთ აზრზე.

ისინი შეეჩვივნენ უკვე ამ კომფორტულ ვითარებას და მათთვის ჩემი შესვლა უკვე არის პრობლემა, ვინაიდან მათ შეექმნებათ დისკომფორტი ჩემი იქ ყოფნის გამო.

[…] მე იქ გამოვითხოვ ინფორმაციას, მე იქ დავაყენებ საკითხებს, მე იქ გავაჟღერებ მათთვის აბსოლუტურად მიუღებელ წინადადებებს და ამიტომ, მათთვის ეს იქნება დისკომფორტი - ეს არის ძირითადი მიზეზი.

თქვა კახა წიქარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

22 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა