თეგებით ძიება
02. 08. 2024 სპორტი

ის, რაც პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ვნახეთ, ყოვლად დაუშვებელია, ყველაზე მძიმე ქრისტიანებისათვის იყო ამის ნახვა - ვარლამ ლიპარტელიანი

საქართველოს ძიუდოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და საზოგადოება "ქართულის" თანადამფუძნებელი ვარლამ ლიპარტელიანი პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალს ეხმაურება:

"ჩემთვის ყოვლად მიუღებელია და ყოვლად წარმოუდგენელია, ის რაც ვიხილეთ ოლიმპიური თამაშების გახსნაზე. ჩემთვის, როგორც სპორტსმენისთვის, ოლიმპიური თამაშები ასოცირდება ერთიანობასთან, თანასწორობასთან, ურთიერთპატივისცემასთან. ის, რაც პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ვნახეთ, ყოვლად დაუშვებელია. ოლიმპიადაში მონაწილეობს სხვადასხვა რწმენის და აღმსარებლობის სპორტსმენი და ყველა მონაწილესათვის და დელეგაციისთვის შეურაცხმყოფელი იყო ის, რაც უშუალოდ ქრისტიანობას დარტყმას აყენებდა. ყველაზე მძიმე ქრისტიანებისათვის იყო ამის ნახვა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლებსაც ანალოგიური რეაქცია ექნებოდათ. ყველა კარგად ვხედავთ, რამხელა აჟიოტაჟი გამოიწვია ამან მსოფლიოში. ჩემი აზრით, ეს არ არის მხოლოდ ახლა დაწყებული, დიდი ხანია მიმდინარეობს ეკლესიაზე, მართლმადიდებლობაზე, ტრადიციებზე შეტევა , იგივე ჩვენს ქვეყანაშიც და მე ვფიქრობ , რომ ეს არ არის უბრალოდ რაღაც სცენარის დადგმა , ეს არის მიზანმიმართული შეტევა იმ იდეოლოგიაზე, რაზეც ამდენი ხნის მანძილზე საქართველო დგას. ვფიქრობ , ყველამ ღიად უნდა დააფიქსიროს აზრი ამ თემაზე და დაგმოს ეს ყოვლად მიუღებელი პროპაგანდა. აქვე , სოლიდარობას ვუცხადებ ყველა სპორტსმენს. ხაზგასმელია , რომ ქრისტიანები არასდროს არავის არ უტევენ , პირიქით კი გაჩაღებულია ბრძოლა ჭეშმარიტი რწმენის წინააღმდე,"- აღნიშნავს ვარლამ ლიპარტელიანი. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა