თეგებით ძიება

Rolex - როგორ შეიქმნა ბრენდი, რომელიც სიმდიდრესა და ფუფუნებასთან ასოცირდება?

როლექსის საათები - ეს არა მხოლოდ დროის აღმნიშვნელი მექანიზმია, არამედ სახელი, ბრენდი და წარმატების მაჩვენებელი. იგი სიმდიდრესა და ფუფუნებასთან ასოცირდება და აუცილებლად ნახავთ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების უმრავლესობის მაჯაზე. 

ბევრმა არ იცის რა ისტორია დგას ამ ყველაზე მოთხოვნადი და პრესტიჟული ბრენდის უკან, რომელსაც ჯერ ვერცერთმა საათების მწარმოებელმა ვერ გადაასწრო ხარისხითა და პოპულარობით. 

როგორ შექმნა ჰანს ვილსდორფმა საათების კომპანია

მე-20 საუკუნის დასაწყისი - ეს ის დროა, როდესაც საათები უკვე არსებობდა და ამით ვეღარავის გააკვირვებდით, თუმცა ერთი დეტალი აუცილებლად უნდა აღინიშნოს - იმ დროს მაჯის საათები განკუთვნილი იყო მხოლოდ ქალებისთვის, მამაკაცები კი ძირითადად ჯიბის საათებით სარგებლობდნენ. 

ახალგაზრდა ჰანსმა მოდაზე დაკვირვების შედეგად შეამჩნია, რომ მამაკაცის ჟილეტები პოპულარობას დღითიდღე კარგავდა, არადა ჯიბის საათებს სწორედ ჟილეტების ჯიბეებზე იმაგრებდნენ. ამიტომ ჰანსი შეიპყრო იდეამ, მამაკაცებისთვისაც შეექმნა მაჯის საათები, რომლებიც საიმედოც იქნებოდა და თან მიმზიდველი დიზაინიც ექნებოდა.

სათების მექანიზმი ჰანსისთვის კარგად იყო ცნობილი, რადგან იგი რამდენიმე წელი შვეიცარიაში, საათების ფაბრიკაში მუშაობდა. შემდეგ ვილსდორფი საცხოვრებლად გადავიდა ინგლისში და კიდევ 2 წელი იმუშავა მაღალხარისხიანი საათების მწარმოებელ კომპანიაში. ამის შემდეგ მან გარკვეული დანაზოგის გაკეთება შეძლო და გადაწყვიტა საკუთარი კომპანიის გახსნა.

ჰანსმა ბიზნესი ალფრედ დევისთან ერთად დაიწყო და კომპანიასაც თავდაპირველად - Wilsdorf & Davis-ი ერქვა.

როგორ გაჩნდა სახელწოდება - Rolex 

ჰანს ვილსდორფმა თავად გაამხილა როგორ გაჩნდა სახელწოდება - Rolex. მისი თქმით, ეს მხოლოდ 1958 წელს, კომპანიის არსებობის 50 წლისთავზე მოხდა. ჰანსმა ისიც გაამხილა, რომ დიდხანს ვერ ახერხებდა შესაბამისი სიტყვის შერჩევა, რადგან ზოგის ჟღერადობა არ მოსწონდა, ზოგის შინაარსი და ა.შ.

„სახელწოდება თავისით მოვიდა, თითქოს ყურში მიჩურჩულესო“, - თქვა ჰანსმა - „ეს იყო „როლექსი“ - არაფრის აღმნიშვნელი სიტყვა, რომელიც მარტივად გამოითქმება ყველა ენაზე, ამავდროულად არის მოკლე და ადვილად ეტევა საათის ციფერბლატზე. ყველაფერი იდეალურად დალაგდა და კომპანია Wilsdorf & Davis-მა ორ დღეში დააპატენტა ბრენდი Rolex. 

როლექსმა თავისი ხარისხითა და განუმეორებელი დიზაინით სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და დღემდე პოპულარობის პიკშია.

Rolex და ცნობილი პიროვნებები

კომპანია საათში 500 ათასამდე საათს აწარმოებს, თუმცა ეს საკმარისი არ არის და მოთხოვნა გაცილებით მეტია. Rolex-ის საათებს არაერთი ცნობილი ადამიანი ატარებდა. მაგალითად: 2017 წელს ერთ-ერთ აუქციონზე გამოტანილი იყო პოლ ნიუმერის საათი, რომელიც 17, 5 მილიონ დოლარად გაიყიდა. 

სხვადასხვა დროს მას რეკლამას უკეთებდნენ გოლფისტი ტაიგერ ვუდსი და ტენისისტი როჯერ ფედერერი, რაც კომპანიას 15 მილიონ დოლარი დაუჯდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ კომპანიას სწორი რეკლამისთვის თანხა არასდროს ენანებოდა.

2013 წელს 61,5 მილიონი დოლარი დაიხარჯა, იმ პოპულარული სახეების მისაზიდად,რომლებიც უპირატესობას როლექსს ანიჭებდნენ. თუმცა არიან ისეთი ცნობილი პიროვნებებიც, რომლებიც რეკლამის გარეშეც არ ამბობდნენ უარს როლექსზე - ესენი იყვნენ: პაბლო პიკასო, ელვის პრესლი, მარტინ ლიუთერ კინგი, სოფი ლორენი, რობერტ დე ნირო. 

აღსანიშნავია, რომ 2005 წელს აუქციონზე 120 ათას დოლარად გაიყიდა პრეზიდენტ კენედის საათი, რომელიც მერლინ მონროს საჩუქარი იყო. ცნობილია, რომ კენედი ამ საათს არ ატარებდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა