პრეზიდენტმა 22 მსჯავრდებული შეიწყალა
სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 2 აგვისტოს, 22 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"14 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისგან, მათ შორის 1 ქალი მსჯავრდებულია. 7 მსჯავრდებულს კი პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალების აქტი ასევე შეეხო 1 პირობით მსჯავრდებულს, რომელიც სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისგან". - წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.