მარნეულში, 4 წლის ბიჭს თავში ტყვია მოხვდა - ბავშვი მძიმე მდგომარეობაშია
მარნეულში 4 წლის ბავშვს თავში კისტის თოფის ტყვია მოხვდა. არასრულწლოვანი ამ ეტაპზე ინგოროყვას კლინიკაში, მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა "რადიო მარნეულმა" გაავრცელა.
მათი ცნობით, მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკაში, 1 აგვისტოს შეიყვანეს ბავშვი, რომელიც კომატოზურ მდგომარეობაში იყო და კეფის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა.
ადგილობრივ მედიასთან საუბრისას მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალსის" პედიატრიის განყოფილების უფროსმა და გადაუდებელი პედიატრიის ექიმმა ელმან სადიკოვმა განაცხადა, რომ ბავშვის მშობლები და ნათესავები აცხადებდნენ, რომ არასრულწლოვანი ბიჭი თამაშისას დაეცა და თავის დაზიანება მიიღო, კვლევების შემდეგ კი დადასტურდა, რომ არასრულწლოვანს თავში ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.