თეგებით ძიება

აზერბაიჯანი საქართველოსთან სახმელეთო საზღვარს ოქტომბრიდან გახსნის

2024 წლის პირველ ნახევარში ტურიზმი საქართველოში 2019 წელთან შედარებით 83%-ით აღდგა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული.

მათივე შეფასებით, აპრილსა და მაისში არსებული სოციალური დაძაბულობა და შესაბამისად, მასშტაბური დემონსტრაციები შენელების მთავარი მიზეზია.

„მეზობელი ქვეყნები, მათ შორის რუსეთი, სომხეთი და უკრაინა, კვლავ ჩამორჩებიან 2019 წლის მაჩვენებლებს. ხოლო, ისრაელმა და ახლო აღმოსავლეთმა აჩვენეს ძლიერი აღდგენა რაც შეესაბამება 164% და 151%-იან მაჩვენებელს.

ყველაზე დაბალი აღდგენის მაჩვენებელი­­ (16%), კვლავ აზერბაიჯანის შემთხვევაში დაფიქსირდა. შეზღუდული აღდგენის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი არის კვლავაც ნაწილობრივ დახურული საზღვარი აზერბაიჯანის მხარეს.

აზერბაიჯანის მთავრობის დირექტივის თანახმად, COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები 2024 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება,“- ნათქვამია კვლევაში.

ცნობისთვის, აზერბაიჯანმა სახმელეთო საზღვრები 2020 წელს დაკეტა. ამ ეტაპზე, აზერბაიჯანში შესვლა საჰაერო გზით არის შესაძლებელი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა