თეგებით ძიება

სპეცრაზმელის მიერ თანასოფლელის ცემის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო ერთ პირს ბრალდება წარედგინა

პროკურატურამ სოფელ ატენში მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქმე ეხება 29 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორის მიერ თანასოფლელის ცემის საქმეს.

უწყების ცნობით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს შეესწრო ი.ბ., თუმცა მან აღნიშნულის შესახებ შესაბამის ორგანოებს არ შეატყობინა.

მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაუსწრებლად წარედგინა.

"ვინაიდან ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) დაუსწრებლად წარედგინა.

პროკურატურა ი.ბ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალდებულია ერთი პირი,მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის) წარედგინა. ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით - პატიმრობა უკვე შეეფარდა. 

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება," - წერია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა