უბედური შემთხვევა მარნეულში - 4 წლის ბავშვის მძიმე დაზიანების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
მარნეულში მომხდარ შემთხვევაზე, რა დროსაც 4 წლის ბავშვს, თავში სავარაუდოდ, კისტის თოფის ტყვია მოხვდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მარნეულში, ოთხი წლის ბავშვს თავში კისტის თოფის ტყვია მოხვდა. არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ის მართვით სუნთქვაზე, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.