თეგებით ძიება
02. 08. 2024 მსოფლიო

კრემლმა დაადასტურა, რომ ვადიმ კრასიკოვი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერია

კრემლმა დაადასტურა, რომ ვადიმ კრასიკოვი FSB-ის ოფიცერია. ამ თემაზე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე ისაუბრა. კასიკოვი იყო დასავლეთსა და რუსეთს შორის პატიმრების მასშტაბური გაცვლის ცენტრალური ფიგურა. 

"კრასიკოვი არის FSB-ის თანამშრომელი, ის "ალფაში" (ქვედანაყოფი) მსახურობდა პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის რამდენიმე ამჟამინდელ თანამშრომელთან ერთად, რომლებიც მას გუშინ აეროპორტში დახვდნენ", - თქვა პესკოვმა.

კრასიკოვს გერმანიაში სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯლი ჩეჩენთა ყოფილი საველე მეთაურის, საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის.

თავად პუტინი კრასიკოვს თავის მეგობრად თვლის, წერს The New York Times (NYT) ჯეიმს რუბინზე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ჩართულობის ცენტრის სპეციალური წარმომადგენელსა და კოორდინატორზე დაყრდნობით.

კრასიკოვს პუტინი პირადად დახვდა აეროპორტში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა