თეგებით ძიება
02. 08. 2024 სპორტი

ჩვენს შორის არანაირი დაძაბულობა არ არის. ის კარგი ბიჭია - ტედი რინერმა გურამ თუშიშვილთან დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა

ტედი რინერმა, რომელმაც პარიზის ოლიმპიადაზე თავის კარიერაში მესამე ოლიმპიური მედალი მოიპოვა, კომენტარი გააკეთა მეოთხედფინალური შეხვედრის შემდეგ მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც, ქართველმა სპორტსმენმა გურამ თუშიშვილმა და მან, ტატამზე ურთიერთობის გარკვევა დაიწყეს. 

როგორც ტედი რინერმა Lagazzetta.ge-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ამ დროისთვის, გურამსა და მას შორის დაძაბულობა არ არის.

„საქართველოს ძიუდოს ძლიერი სკოლა აქვს. დღეს შესანიშნავი დღე იყო. დიდებული დაპირისპირება შედგა. გურამი დიდებული მოწინააღმდეგეა. იმედია, მომავალში ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენს შორის არანაირი დაძაბულობა არ არის. ის კარგი ბიჭია“, - ამბობს რინერი.

ცნობისთვის, აღნიშნული შეხვედრა ქართველის აქტიურობით დაიწყო, თუმცა, რინერმა ვაზარის შესრულება შეძლო, რის შემდეგაც, მოგების აღნიშვნა თუშიშვილისთვის შეურაცხმყოფელი ფორმით გადაწყვიტა. სწორედ ამას მოჰყვა ქართველის რეაქცია.

საბოლოო ჯამში, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დისციპლინარული კომიტეტის გადაწყვეტილებით, გურამ თუშიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლიდან გამოთიშეს, შემდეგ კი, დამატებით ზომებს მიმართეს და ის გუნდური შეჯიბრებიდანაც მოხსნეს. 

წყარო: newshub.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა