თეგებით ძიება
03. 08. 2024 მსოფლიო

შვედეთი აცხადებს, რომ, რეგიონში არსებული დაძაბული ვითარების გამო, ბეირუთში საელჩოს ხურავს

შვედეთი აცხადებს, რომ რეგიონში არსებული დაძაბული ვითარების გამო, ბეირუთში საელჩოს ხურავს. 

„საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის თანამშრომლებს მოუწოდა, დატოვონ ბეირუთი და გაემგზავრონ კვიპროსში, საგარეო საქმეთა სამინისტრო კი გეგმავს, საელჩო დროებით სხვაგან გადაიტანოს“, - განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილსტრომმა შვედურ რადიოს.

მისი თქმით, გადაწყვეტილება თავდაპირველად აგვისტოს თვისთვის მიიღეს, თუმცა, უსაფრთხოების სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლოა, გახანგრძლივდეს. 

„სამინისტრო მოვლენების განვითარებას ახლოდან აკვირდება“, - განაცხადა შვედეთის მინისტრმა. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ზაფხულს შესაძლოა, ლიბანში შვედეთის 10 000-მდე მოქალაქე გაემგზავრა, რაც 2023 წლის ოქტომბრიდან ქვეყანაში ამოქმედებული სამოგზაურო გაფრთხილების დაარღვევას წარმოადგენს.

„მოვუწოდებ ლიბანში მყოფ შვედებს, დატოვონ ქვეყანა ნებისმიერი საშუალებით, ვიდრე მათ ამის საშუალება ჯერ კიდევ აქვთ“, - განაცხადა ტობიას ბილსტრომმა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა