თეგებით ძიება
03. 08. 2024 მსოფლიო

დიდ ბრიტანეთში დემონსტრანტებმა პოლიციის განყოფილება დაწვეს, დაშავდა სამი ოფიცერი - სამართალდამცველებმა რვა პირი დააკავეს

დიდ ბრიტანეთში, სანდერლენდში დემონსტრანტებმა პოლიციის განყოფილება დაწვეს. დაშავებულია სამი ოფიცერი.

როგორც „ბიბისი“ წერს, სანდერლენდში მომხდარი არეულობა საუთპორტში სამი გოგოს მკვლელობას უკავშირდება.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, სამართალდამცავებმა დააკავეს რვა პირი, რომლებმაც პოლიციის შენობა გაძარცვეს და ცეცხლი წაუკიდეს.

არეულობის მონაწილეები მეჩეთთან შეკრებულ პოლიციელებს ქვებს უშენდნენ და ერთი ავტომობილიც დაწვეს.

პოლიციის ინფორმაციით, არეულობის მონაწილეები ისლამოფობიურ სლოგანებს და ულტრამემარჯვენე აქტივისტების მხარდამჭერ სლოგანებს სკანდირებდნენ.

მომხდარს გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მდივანი ივეტ კუპერი, რომელმაც პოლიციელებზე თავდასხმაში მონაწილეთა დასჯის პირობა დადო.

„ბიბისის“ ცნობით, არეულობა სანდერლენდში მთელი ღამე გრძელდებოდა. დროებით შეწყდა ავტობუსებისა და მატარებლების გადაადგილება. მობილიზებული იყო პოლიციის ვერტმფრენიც.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ლონდონსა და მანჩესტერში არეულობის მიზეზი საუთპორტში მომხდარი ინციდენტი გახდა, რა დროსაც 17 წლის მოზარდი საბავშვო საცეკვაო სკოლის მოსწავლეებს დაესხა თავს. მოკლულია სამი გოგო. კიდევ რვა ბავშვი დაშავდა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ცნობები, რომ თავდამსხმელი რადიკალი ისლამისტი მიგრანტი იყო. მოგვიანებით, სასამართლომ თავდამსხმელის ვინაობა გაასაჯაროვა. ის კარდიფში დაბადებული აქსელ მუგანვა რუდაკუბანა აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, მიგრანტების საწინააღმდეგო გამოსვლები და არეულობები დიდ ბრიტანეთში არ წყდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა