„ცაჰალმა“ „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი წევრის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა
ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ლიბანის სამხრეთით ბაზურიის რაიონზე მიტანილი ავიაიერიშის შედეგად „ჰეზბოლას“ წევრი ალი ნაზი აბედ ალი მოკლეს. ინფორმაცია ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული.
„აბედ ალი სამხრეთ ფრონტზე ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობდა. ის გეგმავდა და ახორციელებდა სხვადასხვა ტერორისტულ ღონისძიებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
აბედ ალის ლიკვიდაცია სამხრეთის ფრონტის შესაძლებლობებსა და „ჰეზბოლაზე“ ძლიერ დარტყმას წარმოადგენს, თვლიან „ცაჰალში“.