თეგებით ძიება
03. 08. 2024 მსოფლიო

Reuters: სომალიში ტერაქტს 32 ადამიანი ემსხვერპლა

სომალის დედაქალაქ მოგადიშოს ერთ-ერთ პლაჟზე მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 32 ადამიანი ემსხვერპლა, 63 კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტერაქტის უკან გასამხედროებული ისლამისტური დაჯგუფება „აშ-შაბაბი“ დგას.

როგორც ადგილობრივი პოლიცია იუწყება, ტერაქტის დროს ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა, სამი ტერორისტი სამართალდამცველებმა მოკლეს, ხოლო ერთის დაკავება მოხერხდა. თავდამსხმელების განეიტრალების დროს ერთი სომალელი ჯარისკაციც დაიღუპა.

სააგენტოს ცნობით, ეს იყო ყველაზე მასშტაბური ტერაქტი მას შემდეგ, რაც 2022 წლის ოქტომბერში მოგადიშოს ერთ-ერთ ბაზრობასთან ორი დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, რის შედეგადაც სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 300 კი დაშავდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა