ახლო აღმოსავლეთში მოსალოდნელი ესკალაციის ფონზე პენტაგონი რეგიონში დამატებით ძალებს აგზავნის
ახლო აღმოსავლეთში მოსალოდნელი ესკალაციის ფონზე პენტაგონის ხელმძღვანელმა, ლოიდ ოსტინმა რეგიონში დამატებითი ძალების გაგზავნა გადაწყვიტა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
თავდაცვის მდივნის განკარგულების თანახმად, ავიამზიდი USS Abraham Lincoln-ის დამრტყმელმა ჯგუფმა უნდა შეცვალოს ავიამზიდი USS Theodore Roosevelt-ის დამრტყმელი ჯგუფი, რომელიც ამჟამად შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაშია.
გარდა ამისა, ახლო აღმოსავლეთსა და ხმელთაშუა ზღვაში ასევე გაიგზავნება საესკადრო ნაღმოსნები და კრეისერები.
ირანმა პირობა დადო, რომ თავს დაესხმება ისრაელს თეირანში „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის გამო.