ტრამპი ჰარისთან 4 სექტემბერს FoxNews-ის ეთერში დებატებს დათანხმდა
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი და კამალა ჰარისის დებატები 4 სექტემბერს FoxNews-ის ეთერში გაიმართება.
„მე შევუთანხმდი FoxNews, რომ ოთხშაბათს, 4 სექტემბერს კამალა ჰარისთან დებატებს გავმართავ. ადრე დებატების მძინარე ჯო ბაიდენის წინააღმდეგ იყო დაგეგმილი ABC-ს არხზე, მაგრამ არ შედგა, რადგან ბაიდენი უკვე აღარ მონაწილეობს [საპრეზიდენტო რბოლაში], ხოლო მე ABC Network-ისა და ჯორჯ სლოდაპოლუსის წინააღმდეგ სასამართლო დავას ვაწარმოებ, შესაბამისად ინტერესთან კონფლიქტი იქმნება“ - წერს ტრამპი.
მისი თქმით, დებატები პენსილვანიაში გაიმართება, ხოლო ზუსტი ადგილი მოგვიანებით გახდება ცნობილი. დებატების მოდერატორები ბრეტ ბაიერი და მართა მაკკალუმი იქნებიან.