ზელენსკი: უდიდესი ყურადღება ეთმობა პოკროვსკის მიმართულებას, სადაც სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უდიდესი ყურადღება ეთმობა პოკროვსკის მიმართულებას, სადაც სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს.
„მთავარსარდალ სირსკიმ მოხსენება წარადგინა ფრონტის ხაზზე არსებული მდგომარეობის შესახებ. რა თქმა უნდა, პოკროვსკის მიმართულება ყველაზე მნიშვნელოვანია. იქ უცვლელად მიმდინარეობს უმძიმესი ბრძოლები და ეს ტერიტორია მოითხოვს ჩვენს ყველაზე ინტენსიურ რეაგირებას. ყველა ბრიგადა და ქვედანაყოფი პოკროვსკის სექტორში - ყველა ჩვენი ჯარისკაცი, რომლებიც იქ იცავენ ჩვენს პოზიციებს რუსეთის თავდასხმების მიუხედავად - მრავალი თვალსაზრისით არის თავდაცვის საფუძველი ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში. ამავდროულად, ჩვენ ყურადღებას არ ვამცირებთ ფრონტის ხაზზე არსებულ ყველა სხვა რაიონზე“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.