"გვინდა გითხრათ, რას ვაპირებთ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე - ეს არის 1000-ლარიანი პენსია, 200 000 სამუშაო ადგილი" - ბადრი ჯაფარიძე
კოალიცია „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ, თელავში მიმდინარე „დემფესტზე“ მედიასთან საუბრისას, იმ გეგმებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელსაც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მისი გუნდი განახორციელებს.
მისი თქმით, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პენსია 1000 ლარი გახდება და 200 000 მეტი სამუშაო ადგილი შეიქნება.
„ჩვენ გვინდა ვუთხრათ ჩვენს თანამოქალაქეებს ის, თუ რას ვაპირებთ გავაკეთოთ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე. ეს არის 1000-ლარიანი პენსია, ეს არის 200 000 სამუშაო ადგილი, ეს არის მეგაპროექტების დასრულება, ეს არის ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მობრუნება ჩვენი ქვეყნის, ეს არის ემიგრაციის დაბრუნება სამშობლოში. აი, ამაზე ვესაუბრებით ჩვენს თანამოქალაქეებს და დღესაც ჩვენი დრო იქნება დათმობილი სწორედ ჩვენი პროგრამის გასაცნობად მოსულ ადამიანებთან ურთიერთობას“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.