თეგებით ძიება
03. 08. 2024 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ სევასტოპოლში რუსული წყალქვეშა ნავი ჩაძირეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ სევასტოპოლში რუსული წყალქვეშა ნავი ჩაძირეს. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„უკრაინის თავდაცვის ძალებმა დროებით ოკუპირებულ ყირიმში მტრის წყალქვეშა ნავსა და C-400 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსზე დარტყმა მიიტანეს.

შედეგად, დადასტურებული ინფორმაციით, გუშინ სარაკეტო ძალების ქვედანაყოფებმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების ქვედანაყოფებთან ურთიერთქმედებაში მნიშვნელოვნად დააზიანეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „ტრიუმფის” 4 გამშვები დანადგარი.

ასევე სევასტოპოლის პორტში წარმატებით დაიბომბა რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის წყალქვეშა ნავი „როსტოვ-ნა-დონუ“. მოხვედრის შედეგად წყალქვეშა ნავი ადგილზე ჩაიძირა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსეთის წყალქვეშა ნავი “როსტოვ-ნა-დონუ” ექსპლუატაციაში 2014 წლის 26 დეკემბერს შევიდა. უკრაინის გენშტაბი აღნიშნავს, რომ 2023 წლის 13 სექტემბერს უკრაინული სარაკეტო დარტყმის შედეგად წყალქვეშა ნავმა მნიშვნელოვანი დაზიანებები მიიღო. მას შემდეგ მიმდინარეობდა მისი შეკეთება და შემოწმება სევასტოპოლის ნავსადგურის აკვატორიაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა