კომპანია „ევოლუშენ ჯორჯიაში“ დასაქმებულთა პროტესტი გრძელდება
კომპანია „ევოლუშენ ჯორჯიაში“ დასაქმებულთა პროტესტი გრძელდება. დღეს დილით, თანამშრომლებმა კომპანიის შენობის შესასვლელების ბლოკირება სცადეს, რის შემდეგაც დაცვის თანამშრომლებსა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას. გაფიცული თანამშრომლები აცხადებენ, რომ პროტესტს იქამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, რომელიც ხელფასების ზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ეხება.
როგორც ერთ-ერთი თანამშრომელი აცხადებს, ადგილზე მომხდარი დაპირისპირების გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაც გახდა საჭირო.
შეგახსენებთ, „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლები პროტესტის ნიშნად გაიფიცნენ. გაფიცვაში მონაწილეები “ევოლუშენ ჯორჯიას” მენეჯერებს დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ და ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნას მოითხოვენ.
როგორც მათ აღნიშნეს, უწყვეტი გაფიცვა გაგრძელდება მანამ, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.