თეგებით ძიება

არჩილ თალაკვაძე: „ქართულმა ოცნებამ“ 12 წლის განმავლობაში შეძლო მშვიდობის და უსაფრთხოების დაცვა

„ქართულმა ოცნებამ“ 12 წლის განმავლობაში შეძლო მშვიდობის და უსაფრთხოების დაცვა, ნომინალური ეკონომიკის გაორმაგება და არსებითი ევროპული პროგრესის უზრუნველყოფა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიას ვატარებთ ქვეყნის შიგნით რადიკალური ოპოზიციისგან განსხვავებით - ევროდერეფნებში რომ დარბოდნენ და ამერიკაში ფულს იხდიდნენ საქართველოს გაშავებაში. გარეთ რომ ეძებენ მხარდაჭერას, რადგან თავის ხალხთან საუბარი არ შეუძლიათ, ჩვენ მაგას არ ვაკეთებთ. ჩვენს საარჩევნო კამპანიას ხაზად გასდევს პირველ რიგში ჩვენი ხალხის ინტერესები, საქართველოს ევროპული მომავალი, ძლიერი და განვითარებული ეკონომიკა, მშვიდობა და უსაფრთხოება. ისეთი ხელისუფლება რატომ უნდა აირჩიოს საზოგადოებამ, რომლისგანაც არ ეცოდინება ხვალ რა იქნება. ჩვენგან დაინახა ამ საზოგადოებამ, რომ პრობლემების და სირთულეების მიუხედავად, მთავარი არის მშვიდობა და უსაფრთხოება, რომ ქვეყანაში არ იქნება გაუაზრებელ პროვოკაციებზე ხელმომწერი ხელისუფლება. „ქართულმა ოცნებამ“ 12 წლის განმავლობაში შეძლო მშვიდობის და უსაფრთხოების დაცვა, ნომინალური ეკონომიკის გაორმაგება და არსებითი ევროპული პროგრესის უზრუნველყოფა. ზუსტად ამ მიმართულებებს ურტყამენ. რაც იციან რომ გაკეთებული გვაქვს, რაც იციან, რომ შევძელით, მთელი კამპანია მაგაზე აქვთ აგებული“, - აღნიშნა თალაკვაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა