ვინ არის 22 წლის ახალგაზრდა, რომელიც კახეთში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა?
კახეთში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ მატანთან მოხდა.
ადგილობრივების თქმით, პანკისიდან ახმეტის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა.
22 წლის მძღოლი, ომარ მარგოშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მანქანაში მყოფი ორი მგზავრი მძიმედ დაშავდა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, სამაშველო და სასწარაფო დახმარების ჯგუფები. დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთასვებული. ერთ- ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა