ამ ორი დაბალი აიქიუს მქონე ინდივიდის კომბინაციამ გაანადგურა ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ჩვენ ამერიკას კვლავ დიდებულს გავხდით - ტრამპი ბაიდენსა და ჰარისზე
კამალა ჰარისი დონალდ ტრამპთან დებატების „ფოქს ნიუსზე“ გამართვას არ დათანხმდა. როგორც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, დებატები პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დაგეგმილი იყო ტელეკომპანია „ეიბისის“ ეთერში 10 სექტემბერს და ის ადგილის თუ დროის შეცვლას არ ეთანხმება.
დონალდ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი „ფოქს ნიუსის“ მიერ შეთავაზებულ დებატებზე უარის თქმის გამო გააკრიტიკა. საკუთარ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ ჰარისს „დაბალი აიქიუ“ აქვს და მას არ ჰყოფნის „გონებრივი შესაძლებლობები“ ტრამპთან დებატებისთვის.
„კამალა ჰარისს არ აქვს გონებრივი შესაძლებლობები ჩემ წინააღმდეგ ნამდვილი დებატებისთვის, რომელიც 4 სექტემბერს პენსილვანიაში ჩაინიშნა. მას ეშინია ამის გაკეთება, რადგან ის ვერ გაამართლებს თავის კორუფციას და ღია საზღვრებს, ჩვენი ქვეყნის გარემოს განადგურებას, ავღანეთის სირცხვილს, ინფლაციას, საშინელ ეკონომიკას, მაღალ საპროცენტო განაკვეთებსა და გადასახადებს“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ის ჰარისთან დებატებს ან 4 სექტემბერს გამართავს, ან დებატები საერთოდ არ შედგება.
„კამალა ჰარისი აღიარებულია, როგორც ყველაზე ცუდი ვიცე-პრეზიდენტი ისტორიაში, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს ყველაზე ცუდი პრეზიდენტის, თაღლითი ჯო ბაიდენის წინააღმდეგ. ამ ორი დაბალი აიქიუს მქონე ინდივიდის კომბინაციამ გაანადგურა ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ჩვენ ამერიკას კვლავ დიდებულს გავხდით“, – დასძინა ტრამპმა.