,,მაძღარს ყველა მაძღარი ეგონაო "- აქუბარდია "ოცნებაზე"
მაძღარს ყველა მაძღარი ეგონაო, - ასე აფასებს დეპუტატი თეონა აქუბარდია ხელისუფლების იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც თითქოს ისინი პარტნიორების დახმარებას არ საჭიროებენ. ოპოზიციის წევრის თქმით, კორუფციის ხარჯზე გამდიდრებულ "ოცნებას" ნამდვილად არავისიდ ახმარება არ სჭირდება, თუმცა ეს დახმარება ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი.
მაძღარს ყველა მაძღარი ეგონაო და როდესაც ისინი ამბობენ, რომ მათ არაფერი სჭირთ დასახმარებელი, რა თქმა უნდა, მათ არა, იმიტომ, რომ ისინი კორუფციის ხარჯზე არიან ყველა გამდიდრებულები, მაგრამ ქვეყანას კი. უამრავი ადამიანი გადარჩა ისეთ დაავადებას, როგორიც არის ჰეპატიტი, იმიტომ, რომ ეს პროგრამა აშშ-ს დახმარებით დაიწყო საქართველოში, როდესაც ჯანდაცვის მიმართულებით, მათ შორის, ლუგარის ლაბორატორიის მიმართულებით უამრავიდ ახმარება გაწია აშშ-მ, მათ შორის, ექიმების გადამზადების კუთხით და აი, ამ დახმარების შემდეგ ისინი ასე აგდებით ლაპარაკობენ პარტნიორებზე, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორ მტრობენ ისინი საკუთარ ხალხს და მხოლოდ თავის ვიწრო ჯგუფისთის როგორ უნდათ საქართველოს, როგორც თავისი კანტორის მართვა, - ამბობს აქუბარდია.