თეგებით ძიება

"ქართული ოცნება" ბანკროტია საერთაშორისო დონეზე.. აქ რომ რუსები შემოვიდნენ ამათ არ დატოვებენ - დავით ზურაბიშვილი

ე.წ რუსული კანონის მიღებით საქართველოს მთავრობის საერთაშორისო სახელზე დავით ზურაბიშვილი "პალიტრანიუსთან" საუბრობს. 

"ე.წ რუსული კანონის მეორედ ინიცირება აბსოლუტური შოკის მომგვრელი აღმოჩნდა მთელი მსოფლიოსთვის. დაუწერელი წესები არსებობს საერთაშორისო ურთიერთობებში, ომის დროსაც არ შეიძლება ასე მოქცევა, როდესაც შენ გაიწვიე, თანაც მთავრობის ყველა წარმომადგენელმა თქვა რომ ეს მეორედ აღარ განიხილება და შემოგაქვს ისევ... ეს ისეთი არაეთიკური საქციელია და იმდენად არასწორი საქციელია, რომ აბსოლუტურად 0 ნდობა გაქვს საერთაშორისო არენაზე, შენს სიტყვას ფასი დაეკარგა. თუნდაც ის ასი ათასობით დემონსტრაცია, ის რეიტინგის კლება და ახალგაზრდების გამოგხიზლება და ეს დანაკარგები არაფერი არ არის იმასთან  შედარებით  რომ საერთაშორისო დონეზე აბსოლიტური ნდობა არაა მის მიმართ, ბანკროტია საერთაშორისო დონეზე მათ შორის რუსებისთვისაც. აქ რომ რუსები შემოვიდნენ ამათ არ დატოვებენ. ამათმა შეიძლება შემოიყვანონ, სხვა არავინ დარჩათ, მაგრამ იმათაც აღარ მოუნდებათ ისეთი სახელგატეხილია",- განაცხადა ზურაბიშვილმა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა