თეგებით ძიება

ცოდვების გამოსყიდვა უნდათ.. ეკლესიის აშენების ნაცვლად უმჯობესია ვერტმფრენი იყიდონ - რომან გოცირიძე

შოვ­ში, ტრა­გე­დი­ის ად­გილ­ზე აშენ­დე­ბა ტა­ძა­რი, ეს არის ერ­თგვა­რი მცი­რე თა­ნაგ­რძნო­ბა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­მო­ხა­ტუ­ლი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, რო­მელ­თაც და­ე­ღუ­პათ ოჯა­ხის წევ­რე­ბი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს შოვ­ში გა­ნუ­ცხა­და. 
მთავრობის მეთაურის განცხადებას ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება და ცინიზმს უწოდებს.

მაშინ, როცა ასეულობით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი უპატრონოდაა მიტოვებული და ინგრევა, კობახიძემ  შოვში, სტიქიური უბედურების ადგილას ეკლესიას ავაშენებთო. 

ცინიზმია და გარდაცვლილთა სულების დაცინვა. ბიუჯეტის ფულით ცოდვების გამოსყიდვა უნდათ. ეკლესიის აშენების ნაცვლად უმჯობესია ვერტმფრენი იყიდონ - წერს რომან გოცირიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა