დავაბრუნეთ პატრიოტები, გავუშვით მოღალატეები - მედვედევი
რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი რუსი და ამერიკელი პატიმრების გაცვლას გამოეხმაურა.
მოდით (პატიმრების) გაცვლის "ხარისხობრივი შემადგენლობა" შევაფასოთ. ვინ დაიბრუნა ჩვენმა ქვეყანამ? ადამიანები, რომლებიც შრომობდნენ სამშობლოსთვის, იყვნენ სპეცსამსახურების შემადგენლობაში და ასე თუ ისე, რუსეთის ინტერესებს ემსახურებოდნენ. ეს იყო სარისკო საქმე, რომელიც ჩვენი ქვეყნის სახელით კეთდებოდა. [...] დაბრუნებული მოქალაქეები ჩვენი სამშობლოს პატრიოტები არიან და ჯილდოებს იმსახურებენ. სანაცვლოდ ვინ გავათავისუფლეთ? რუსეთის მოქალაქეები, რომელთაც საკუთარი ქვეყნის განადგურება დაისახეს მიზნად. [...]პირდაპირ ვიტყვი, ისინი მოღალატეები არიან - განაცხადა მედვედევმა.
ცნობისთვის, სამი დღის წინ, ანკარაში რუსეთს, ბელარუსსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლა მოხდა.