თეგებით ძიება

„აგვისტოს ბოლომდე ეცადეთ დაისვენოთ და ძველი საქმეები დაასრულოთ“ - აგვისტოს ვარსკვლავური პროგნოზი გიორგი ლობჯანიძისგან

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში აგვისტოს ვარსკვლავურ პროგნოზს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ბევრს აქვს დაგეგმილი აგვისტოში სიხლეები და სანამ მეც დროებით შვებულებაში გავიდოდე, აგვისტოს მოკლე ვარსკვლავურ პროგნოზს  დაგიდებთ, რომ იცოდეთ რამდენად და რისთვის ვარგა ან არ ვარგა ეს მონაკვეთი: 

5 აგვისტოს პლანეტა მერკური დაასრულებს თავის დირექტულ მოძრაობას და დაიწყებს უკუსვლას ქალწულის ნიშანში, რაც აუცილებლად წარმოშობს და გაააქტიურებს ძველ საკითხებს. გადაუჭრელი პრობლემები როგორმე ახლა უნდა გადაწყდეს მშვიდობიანი თუ ომის გზით. ერთ დროს მივიწყებული ამბები ისევ დღის წესრიგში იქნება, რიგ შემთხვევებში ფორს მაჟორიც მოსალოდნელია. 

დრო კარგია საქმეების დასასრულებლად, პროექტების ხელმეორედ გადახედვისთვის, ძველი საკითხების მოგვარებისთვის.

არ ვარგა ახალი საქმის დასაწყებად, ახალ სამსახურში, ბინაში თუ მანქანაში გადასასვლელად, არც დოკუმენტებზე მუშაობისთვისაა ეს დღეები ხელსაყრელი. აგვისტოს ბოლომდე ეცადეთ დაისვენოთ და ძველი საქმეები დაასრულოთ. 

რადგან რეტრო მერკურიზე ელემენტარული გაგებაც კი ჭირს, ზუსტად ახლაა შესასბამისი დღეები დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის. გეოპოლიტიკური თვალსაზრისითაც არაა იოლად საქმე, ახლო აღმოსავლეთი კვლავ დაძაბულ ზონად რჩება, რაზეც ცალკე შეიძლება საუბარი ... ამ მხრივ აგვისტოს შუა რიცხვებიც ცხელი იქნება, როცა მარსი გადაუვლის იუპიტერს და შეიკვრება კვადრატი სატურნთან. 

4 რიცხვში თბილისის დროით 15:13 საათზე გვექნება ახალმთვარეობა ლომის ზოდიაქოს ნიშანში, თან პიკზე მთვარე ასექსტილებს მარსსა და იუპიტერს, რაც ზრდის გარკვეულ პოზიტიურ საკითხებს და კერძოდ, რაში:  მეტად მიიღეთ რელაქსი ლიტერატურული და ზოგადი შემეცნებითი ღონისძიებებიდან, საინტერესო დროა ახალი ნაცნობობისა და სამომავლო პროექტებზე ფიქრისთვის ან არსებული პროექტების ხელახალი რეფორმებისთვის. ასევე, იდეალური პერიოდია სწავლისა და მეცნიერული უნარჩვევების გამომზეურებისთვის, დროებითი მოგზაურობის და ძველი ადგილების, ადამიანების მონახულებისთვის. 

კონკრეტულად ეს აგვისტო ხელს არ უწყობს ახალი საქმის დაწყებას და სტარტს.  რომ იტყვიან ჭეშმარიტად რელაქსის და მიმდინარე საკითხების დასრულება-მოგვარების დროა! 

რის შესაძლებლობაც გაქვთ, მეტად დაისვენეთ და გაუფრთხილდით ერთმანეთს! სიახლეები სექტემბრისთვის გადადეთ! 

სამ რვიანზე ცალკე დავწერ.

პ.ს.  ვინც ვერ გადადებთ დიდ პროექტებს და უბრალოდ ეს შეუძლებელია, ნუ ინერვიულებთ, მიყევით მოვლენებს და არსებული დღეებიდან შევარჩიოთ უმჯობესი - წერს გიორგი ლობჯანიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა