თეგებით ძიება

„ვვარაუდობ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიმართ სანქციებიც იქნება“ - ლუკ კოფი

ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფილი $95 მილიონიანი დახმარების შეჩერებას ამერიკელი დიპლომატები ოცნების ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ნაბიჯების შედეგს უწოდებენ და პერსონალური სანქციების დაწესების აუცილებლობაზეც მიანიშნებენ. ამის შესახებ დიპლომატებმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ისაუბრეს.

"დახმარების შეჩერება - ეს არის "ქართული ოცნების" მთავრობის ქმედებების აშკარა შედეგი. განსაკუთრებით ე.წ. რუსული კანონის, მაგრამ ეს ასევე არის საქართველოს ხელისუფლების მაღალი რანგის ოფიციალური პირებიდან მომდინარე მუდმივი რიტორიკის შედეგი. ვვარაუდობ, რომ იქნება "ქართული ოცნების" ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიმართ სანქციების დაწესებაც. არ ვიცი, ვის წინააღმდეგ, ან როგორი სანქციები, მაგრამ თუ შეერთებულ შტატებს სურს ზეწოლის გაგრძელება, თანამშრომლობის და დახმარების გაყინვის შემდეგ ერთადერთი  ლოგიკური ნაბიჯი სწორედ სანქციები იქნება," - აცხადებს "ჰადსონის ინსტიტუტის" უფროსი მკვლევარი, საგარეო პოლიტიკის ექსპერტი ლუკ კოფი.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე, დენ ფრიდის თქმით, დახმარების შეჩერებამდე აშშ-მა მოუწოდა საქართველოს მთავრობას რომ კონფრონტაციული ქმედებები შეეწყვიტა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

"შეერთებულმა შტატებმა ეს ნაბიჯი ყოყმანით გადადგა. მათ მოუწოდეს საქართველოს მთავრობას შეეჩერებინა ყველაზე კონფრონტაციული ქმედებები და ჩანს რომ საქართველოს მთავრობას სურდა პრობლემის გამწვავება - იქნებოდა ეს სამოქალაქო საზოგადოებაზე თუ შეერთებულ შტატებზ


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა